რუსეთსა და ირანს გლობალური ეკონომიკის ხელში ჩაგდება სურთ, - ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა, რომელიც საუდის არაბეტში იმყოფება.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ გუშინ პირობა დადო, რომ აშშ-ისრაელის მიერ ირანზე მიმდინარე საჰაერო დარტყმების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვებს დაბლოკავდა.
ამასთან, ღამით აშშ-მა დროებით შეამსუბუქა სანქციები რუსული ნავთობის შესყიდვაზე.
კუპერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირები დიდი ხანია არსებობს და ორი ქვეყანა ურთიერთდაკავშირებულობას ავლენს მათ მიდგომებსა და ტაქტიკაში.
„ჩვენ ამას იმ თვალსაზრისით ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის მხარდაჭერას და ერთობლივად სარგებლობის მიღებას გლობალური ეკონომიკის ხელში ჩაგდების მცდელობებიდან“, - თქვა მან.
კუპერმა თავი შეიკავა სანქციების შემსუბუქების შესახებ აშშ-ის განცხადების კრიტიკისგან და გადაწყვეტილებას „კონკრეტული, მიზანმიმართული საკითხი“ უწოდა.