12 მარტის ღამეს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში ნავთობბაზაზე, რის შედეგადაც 150 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი და რუსული ტლეგრამ არხი Astra ავრცელებენ.
იპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა“ გამოიწვია.
„დაშავებულები არ არიან. ხანძრის საერთო ფართობი 150 კვადრატული მეტრია. ხანძრის ჩაქრობაში ოთხმოცდასამი ადამიანი და 26 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრასნოდარის მხარის მთავარი სამმართველოს სპეციალისტები,“ - აღნიშნულია შტაბის განცახდებაში.
Astra-ს მიერ თვითმხილველების ვიდეოჩანაწერების ანალიზის თანახმად, ხანძარი ადგილობრივი ნავთობბაზის საცავ ავზებში გაჩნდა, რომელიც „ტიხორეცკ-ნეფტის“ ნაწილია.
ტიხორეცკის ნავთობის ცენტრი რუსეთის სამხრეთით ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი უდიდესი წერტილია. ის კრასნოდარის მხარეში მდებარეობს და მას შპს „ტიხორეცკ-ნეფტი“ მართავს, რომელიც „ტრანსნეფტის“ ნაწილია.
ობიექტი წარმოადგენს დიდ ნავთობსაცავს და გადაზიდვის ტერმინალს.