არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჯებალ ალის პორტიდან ჩრდილოეთით 35 საზღვაო მილის დაშორებით, დაუდგენელი ჭურვი კონტეინერმზიდს მოხვდა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია. განაცხადა დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ განაცხადა.
„ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის. ამჟამად გარემოზე ზემოქმედება არ არსებობს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჯებელ ალი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი საზღვაო პორტია.
ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში კომერციულ გემებზე თავდასხმები გახშირდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ერაყის სანაპიროსთან ორ ნავთობტანკერზე ხანძრის გაჩენის შესახებ, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია საზღვაო დრონებით თავდასხმაზე, რამაც შესაძლოა ტანკერებზე ხანძარი გამოეწვია.
უფრო ადრე, ჰორმუზის სრუტეში ორ მშრალი ტვირთმზიდ და ერთ კონტეინერმზიდ გემზე თავდასხმა განხორციელდა.