ირანის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ AS სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით იუწყება.
„სასტიკი ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც ირანის წინაამდეგცაიდინეს - რვა-ცხრა თვის განმავლობაში თავს მოგვახვიეს ორი ომი, რომელშიც ათასობით ჩვენი თანამემამულე დაიღუპა - ცხადია, ასეთ ვითარებაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა ირანის სპორტის მინისტრმა აჰმად დონიამალიმ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკასთან და კანადასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.
ირანის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე გასვლა მოახერხა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიას, ეგვიპტესა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებოდა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ირანს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სავარაუდოდ, ეს სხვა აზიური გუნდი იქნება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ეროვნულ ნაკრების ტურნირში მონაწილეობას დათანხმდა.