რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აშშ-ის მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის მის ტერიტორიაზე არსებული საჰაერო ბაზების გამოყენების შესახებ. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუSორ დანმა განაცხადა. იუწყება Digi24-
ვაშინგტონის მოთხოვნის საბოლოო დამტკიცებისთვის, რუმინეთის პარლამენტმა მას კენჭი უნდა უყაროს. კენჭისყრა ოთხშაბათს, 11 მარტს არის დაგეგმილი.
რუმინეთის პრეზიდენტმა აშშ-ის მოთხოვნის დეტალები არ გაავრცელა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის მისიას ეხებოდა.
„მესამე პუნქტი იყო ამერიკული ძალებისა და აღჭურვილობის რუმინეთში განლაგება, მათ შორის ტანკერი-თვითმფრინავები და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობა.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს თავდაცვითი აღჭურვილობაა... რუმინელებს ვარწმუნებ, რომ მათ არ აქვთ ფიქრის საფუძველი. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა“, - თქვა დანმა.
Digi24-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუმინეთს ნებართვა სთხოვა ორი ტანკერის განლაგების შესახებ მიხაილ კოგელნიჰანუს საჰაერო ბაზაზე კონსტანცასა და ციმპია-ტურაის ოლქში. აშშ ასევე აპირებს დამატებით 400-500 სამხედრო მოსამსახურის განლაგებას თვითმფრინავების უსაფრთხოებისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ჟურნალისტების ცნობით, ამერიკული თვითმფრინავებისა და პერსონალის განლაგების შესახებ გადაწყვეტილება 90 დღის ვადით დამტკიცდება. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მისიის ვადა გააგრძელოს.