ირანში ოპერაციის დაწყებიდან, 10 დღის განმავლობაში 150 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის ინფორმაციისშემდეგ პენტაგონში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 140-მდეა.
ომის დეპარტამენტის ცნობით, მათ უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ დაჭრილებიდან 108 უკვე დაუბრუნდა სამსახურს.
რვა მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე (რომელთა შესახებაც პენტაგონი ადრე იუწყებოდა) „უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას იღებს“.
ცნობისათვის, ამერკული მხარის განცხადებით, ირანში ოპეარციის დაწყებიდან შვიდი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.