ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ, - ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ალი ლარიჯანი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს.
„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ,“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.