„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ირანი განსაზღვრავს.
„ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს. რეგიონის მომავალი სტატუსი ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან ერთი ლიტრი ნავთობის ექსპორტსაც, თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს.