რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროს შეუტიეს. დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯას ცნობით, ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი.
ორი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე სხვა ადამიანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.
ჰანჯას განმარტებით, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. სხვა შენობებთან ერთად, დარტყმის შედეგად ბანკის შენობაც დაზიანდა.
„ხანძარი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა მრავალსართულიანი შენობა და ბანკის შენობა,“ - განაცხადა ჰანჯამ.