აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების პირველი 10 დღის განმავლობაში ამერიკულმა ძალებმა 50-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურეს ან დააზიანეს.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის ძალებმა, ირანის 5 000 სამიზნეზე იერიში მიიტანეს.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ტაქტიკური თვითმფრინავების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ სტრატეგიული ბომბდამშენები, მათ შორის B-2A, B-52H და B-1B, რომლებმაც მძლავრი დარტყმები განახორციელეს ირანის ყველაზე დაცულ ბალისტიკური რაკეტების შესანახ და წარმოების ობიექტებზე.