ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ინფორმაცია თეირანში ირანული საწვავის რამდენიმე საცავის დაბომბვის შესახებ და განაცხადეს, რომ მათ ირანელი სამხედროები იყენებდნენ.
„ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ძალები პირდაპირ და ხშირად იყენებენ ამ საწვავის ავზებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. „მათი მეშვეობით ირანის ტერორისტული რეჟიმი საწვავს სხვადასხვა მომხმარებელზე, მათ შორის ირანში არსებულ სამხედრო სტრუქტურებზე ანაწილებს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმა „წარმოადგენს დამატებით ნაბიჯს ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის გაღრმავების მიმართულებით“.