ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი და მისი პოტენციური მემკვიდრე, მოჯთაბა ხამენეი, ამ კვირის დასაწყისში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიჭრა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. მოჯთაბა ხამენეი თავდასხმის დროს დაშავდა. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულია მისი ჭრილობები.
მოჯთაბა ხამენეის დაჭილს შესახებ იუწყება ისრაელელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ამით სიგალიც.
„ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მისი მემკვიდრეობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება, ცოცხალია. როგორც ამბობენ, ის დაჭრილის“, - დაწერა სიგალმა X-ზე.