ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს. დაშავებულია კიდევ ათი ადამიანი.
„მეათე ცხედარი ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ იპოვეს,“ - თქვა ტერეხოვმა.
შეგახსენებთ, რუსებმა ხარკოვზე იერიში გასულ რამეს მიიტანეს. ოკუპანტებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.