შვედეთის სანაპირო დაცვამ ბალტიის ზღვაში უკრაინის სანქციების ქვეშ მყოფი სატვირთო გემი Caffa დააკავა.
ინფორმაციას უკრაინული მედია შვედეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც აღინიშნულია, გემის დაკავების ოპერაცია ქალაქ ტრელბორგთან ახლოს, პოლიციის მხარდაჭერით განხორციელდა.
სანაპირო დაცვამ წინასწარი გამოძიება დაიწყო საზღვაო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც გამოწვეულია გემის მიერ საზღვაო რეგულაციების შეუსრულებლობით.
ამასთან, გამოცემა SVT უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ გემი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მარცვლეულის ქურდობაში იყო ჩართული. შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი სანქტ-პეტერბურგში მიცურავდა.