7 მარტის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვშიმაღალსართულიან კორპუსზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ათი დაშავდა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის ორი ბავშვია. ვნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი 13 წლისაა.