ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში სამიზნეებზე დარტყმების ახალი ტალღის დასრულების შესახებ განაცხადა.
„ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტმა გამანადგურებელმა, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ, თეირანსა და ცენტრალური ირანის სხვა რაიონებში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების დამატებითი ტალღა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროების ცნობით, დარტყმების სამიზნე რამდენიმე ობიექტი იყო, მათ შორის თეირანში მდებარე იმამ ჰოსეინის უნივერსიტეტი, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრებს ამზადებს და ბოლო დროს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შეკრების ადგილად გამოიყენება.
„უნივერსიტეტში განთავსებული იყო მრავალი სამხედრო ობიექტი, რომლებსაც IRGC იყენებდა. ამიტომ, ეს ობიექტი, თავისი ბუნებით, გამოყენებითა და დანიშნულებით, შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ კანონის შესაბამისად, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენდა“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.