აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით დაგეგმილი თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და „აშქენაზის” სინაგოგა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.