ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებისა და ათობით სოფლის მაცხოვრებლებისთვის „სასწრაფო ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება“ გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ ადამიანებმა თავი უნდა მოარიდონ „ჰეზბოლას“ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ შენობებს, რათა საკუთარი სიცოცხელს საფრთხე არ შეუქმნან.
„თქვენივე უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ არაბულ ენაზე.
გაფრთხილების გამოცხადების დროს, ბეირუთის თავზე დილით ცაზე შავი კვამლის სქელი ღრუბელი ჩანდა. Reuters-ის ცნობით, ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.