ბაჰრეინის ქალაქ სალმანში მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევების ჩაცვენის შედეგად უცხო ქვეყნის გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას CNN ბაჰრეინის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და სრულად ლიკვიდირებულია.
მანამდე, ირანიდან ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. Reuters-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოებში კვირას აშშ-ის საზღვაო ბაზიდან კვამლის დიდი ღრუბლები ამოდიოდა.