საფრანგეთი მზადაა, დახმარება გაუწიოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომლებიც დაზარალდნენ ირანის დარტყმებით, თეირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საფრანგეთი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს მეგობარი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ისლამური რევოლუციის გუშაგთ კორპუსის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდნენ“, - განაცხადა მინისტრმა და ახსენა ბაჰრეინი, იორდანია, ერაყი, კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და საუდის არაბეთი.
„პარტნიორებთან დადებული შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის პრინციპების შესაბამისად, საფრანგეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - განაცხადა ბარომ.