ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას.
"1 მარტს, აღმოსავლეთის დროით დილის 9:30 საათის მონაცემებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა.
კიდევ რამდენიმემ მიიღო ნამსხვრევებით მიყენებული მსუბუქი დაზიანებები და ტვინის შერყევა და სამსახურში დაბრუნების პროცესშია. ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც გრძელდება.
სიტუაცია არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას, ნათესავების შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ,"- აღნიშნულია განცხადებაში.