ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crown Plaza-ს მრავალსართულიან შენობაზე დრონით იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-ელ მარტს განაცხადა.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, სასტუმრო ირანის დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასტუმროს „მატერიალური ზიანი მიადგა, მსხვერპლი არ არის.
Intercontinental Hotel Group-მა, რომელიც Crowne Plaza-ს მფლობელია, CNN-ს განუცხადა, რომ სასტუმრო დღეს დილით ადრე მომხდარი „ინციდენტის“ შედეგად დაზიანდა.
ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, 1-ელი მარტის ღამეს, ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ გაშვებული სულ მცირე 45 რაკეტა და ცხრა დრონი ჩაჭრეს.
მანამაში აშშ-ის საელჩომ CNN-ს განუცხადა, რომ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულები არიან.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ბაჰრეინში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, რომ სასტუმროები შესაძლოა მომავალი თავდასხმების სამიზნე გახდნენ და ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ მანამაში მდებარე სასტუმროებს“, - განაცხადა საელჩომ.