სამხრეთ პაკისტანში, კარაჩიში, აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანელი აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, აშშ-ის საკონსულოში დაახლოებით 500 ადამიანმა შეიჭრა
ინფორმაციას Associated Press პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ მომიტინგეებს შორის შიიტი მუსლიმები იყვნენ.
პოლიციის პრესსპიკერის, მოჰამად ჯავადის თქმით, პოლიციამ და ჯარისკაცებმა მომიტინგეების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მისი თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 10-ს შეადგენს.
შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
პაკისტანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა.