28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მოვითხოვთ, ვითარება დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"მოვითხოვთ ვითარება დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. რუსეთი, როგორც ადრე, მზადაა ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებული მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას", - ნათქვამია განცახდებაში.
„28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
ასევე დასაგმობია ის ფაქტი, რომ თავდასხმები ხორციელდება განახლებული მოლაპარაკებების საფარქვეშ, რომელიც, სავარაუდოდ, შექმნილია ისლამური რესპუბლიკის გარშემო სიტუაციის გრძელვადიანი ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად და მიუხედავად რუსული მხარისთვის გადაცემული სიგნალებისა, რომ ისრაელს არ აქვს ინტერესი ირანელებთან სამხედრო დაპირისპირების.“, - ნათქვამია განცხადებაში.