ისრაელმა დღეს დილით ირანზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი იყო. ინფორმაციას The Times of Israel ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, სამიზნეებს ასევე წარმოადგენდნენ რეჟიმის სხვა მაღალი რანგის მეთაურები და სამხედრო ლიდერები. ოფიციალური პირის თქმით, დარტყმების შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.
დარტყმების შემდეგ, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეზეშქიანი უვნებლადაა. ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.