ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით რაკეტების გაშვება დააფიქსირეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ... საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ამჟამად საფრთხეების აღმოჩენასა და ჩაჭრას ახორციელებენ...
მოქალაქეებს ეძლევათ მითითება, გადავიდნენ უსაფრთხო ზონაში და დარჩნენ იქ შემდგომ შეტყობინებამდე. უსაფრთხო ზონის დატოვება ნებადართულია მხოლოდ მკაფიო ინსტრუქციის მიღების შემდეგ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ირანიდან რაკეტების გაშვების დაფიქსირების შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე რაიონში სირენების ხმა გაისმა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებითი რაკეტების გაშვების შესახებ განაცხადეს.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად, ირანის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.