უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო „ყველა საკითხის“ განსახილველად უკრაინაში მიიწვია.
„პრეზიდენტი ამჟამად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან საუბრობს. პრეზიდენტი მას უკრაინაში იწვევს ყველა მიმდინარე საკითხის განსახილველად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, 27 იანვარს რუსეთმა მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელა ნავთობსადენ „დრუჟბაზე, რის შედეგადაც შეჩერდა ნავთობის ტრანზიტი სლოვაკეთსა და უნგრეთში.
23 თებერვალს ფიცომ გამოაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტდა. მან თავისი განცხადება იმით ახსნა, რომ ეს იყო პასუხი „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტაზე.
ამავდროულად, ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის ENTSO-E-ს ვებგვერზე განთავსებული მონაცემების თანახმად, პრემიერ-მინისტრების ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მუქარის მიუხედავად უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი გრძელდება.