პაკისტანის ტელეარხი Geo წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყნის საზღვარზე შეტაკებების შედეგად სულ მცირე 22 ავღანელი „თალიბი“ მებრძოლი დაიღუპა.
„ავღანეთის თალიბანის რეჟიმის სულ მცირე 22 წევრი დაიღუპა საპასუხო ცეცხლის დროს პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე, რომელიც პაკისტანის პოზიციებზე არაპროვოცირებული სასაზღვრო თავდასხმების შედეგად განხორციელდა“, - იტყობინება არხი.
მათივე ცნობით, პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „ღაზაბ-ლილ-ჰაკი“.
პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, პაკისტან-ავღანეთის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე წერტილში, პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა „თალიბების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას უპასუხეს.