აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება ტერიტორიული საკითხებისა და უსაფრთხოების გარანტიების გადასაწყვეტად.
„ჩვენ დიდი რწმენა გვაქვს ამ შეხვედრის მიმართ, გვჯერა, რომ ნაწილობრივ ვცადეთ ყველა სხვა საკითხის გადაჭრა, შემდეგ კი ტერიტორიების საკითხი ლიდერებს დავუტოვოთ. დიახ, ტერიტორიებთან დაკავშირებით ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, უნდა განვიხილოთ ყველა განსხვავებული კონცეფცია, უამრავი განსხვავებული ვარიანტია გასათვალისწინებელი,“ - განაცხადა უიტკოფმა.
უიტკოფის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრაზე შესაძლებელი იქნებოდა წინა შეთანხმებების დადასტურება და ტერიტორიული საკითხის გადაჭრა.
„ეს ჩვენს მიერ განხილული საკითხების დადასტურებაა: კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა და შესაძლებლობები, უკრაინული სისტემისთვის აღიარება. ამიტომ, შეხვედრა ამ საკითხთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებსაც განიხილავს. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ტერიტორიის საკითხს მოიცავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამის ძალიან გვჯერა,“ - განაცხადა უიტკოფმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ „შესაძლოა, საბოლოოდ რაიმე სახის სამმხრივი [შეხვედრა] გავმართოთ“.