უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, კიევში დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერები ჩავიდნენ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა წერს.
სიბიჰა ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურზე 24 თებერვლის დილით დახვდა.
მან მადლობა გადაუხადა ლიდერებს „უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის“.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, კიევში ასევე ჩავიდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი.
„მადლიერები ვართ მეგობარი ხორვატიის მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ ამ სიმბოლურ დღეს“, - წერს სიბიჰა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ჩავიდნენ.