ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჩვენ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გაგზავნაც დღეს არ გვინდოდა. მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ მუშაობა გრძელდება. ნამდვილად დასანანია, რომ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ რაც შეეხება სესხის დაბლოკვას. ვიცით, რომ არჩევნები ახლოვდება უნგრეთში, მაგრამ რთულია ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ უნგრელი ხალხი არ ეხმარება უკრაინას, რომელსაც ეს სჭირდება. რთულია დავიჯერო, რომ რაიმე ქულას შემატებს ეს მათ არჩევნებში. ნამდვილად დასანანია, რომ ევროპის საბჭოში ყველა ქვეყანამ, ყველა ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება და ახლა ამ გადაწყვეტილებიდან უკან იხევენ", - განაცხადა კალასმა.