ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შავ სიაში კიდევ რვა რუსი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის ჩახშობაზე, ასევე რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაზე.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა ორი მოსამართლე, ერთი პროკურორი და ერთი გამომძიებელი, რომლებიც მონაწილეობენ აქტივისტ დმიტრი სკურიხინისა და ოლეგ ბელოუსოვის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში და პასუხისმგებელნი არიან მათთვის სასჯელის გამოტანაზე.
გარდა ამისა, სანქციები შეეხება სამი სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელებს და იმ დაკავების ცენტრის ხელმძღვანელს, სადაც პოლიტპატიმრები ალექსეი გორინოვი, პაველ კუშნირი, მიხაილ კრიგერი და ჟურნალისტი მარია პონომარენკო იმყოფებოდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში და აკრიტიკებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმორ პუტინის ქმედებებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი „სამაარტო საკნებში, არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდნენ“,
„შავ სიაში“ შეყვანილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტით გავლა, მათი აქტივები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყინება, ხოლო ადგილობრივ მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა.