უკრაინის დელეგაცია უკვე ემზადება სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა,
შეკითხვაზე როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდიმ ბუდანოვმა უპასუხა: „ვფიქრობ, ოფიციალურად უკვე ითქვა, რომ ეს დაახლოებით 27 თებერვალი იქნება, ერთი ან ორი დღით ადრე ან გვიან“.
დადასტურებულ თარიღთან დაკავშირებით, ბუდანოვმა განმარტა, რომ ამჟამად მზადების პროცესი მიმდინარეობს.
„ეს პროტოკოლის საკითხია — ვინ როდის უნდა ჩამოვიდეს, სად და ა.შ. სამივე მხარემ ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიოს. მაშინაც კი, თუ ოთხი მხარეა, მასპინძელი მხარეც არსებობს. თუმცა, ჩვენ ვემზადებით“, - აღნიშნა მან.