სამართალდამცველებმა 22 თებერვლის ღამეს ლვოვში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლვოვში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა.ამჟამად ყველაფრის გასაჯაროვება არ შეიძლება. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია და ყველა ფაქტი გაირკვევა საჭირო სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში“, - დაწერა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემდგომში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან და მადლობა გადაუხადა მათ, „ვინც ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დაცვაში გვეხმარება“.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ პოლიციამ ლვოვში მომდარი აფეთქებასთან სავარუდო კავშირში მყოფი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ქალი ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში დააკავეს.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებას პოლიციის ერთი ოფიცერი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 24 ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრის შესახებ გამოძახება შევიდა. როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მას მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა.
ლვოვის მერმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.