აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივეტ კუპერს შეხვდა. რუბიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევის შემდგომი საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ სირიაში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ღაზაში მეორე ფაზის განხორციელების მნიშვნელობა, ასევე სუდანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის ჩვენი ერთობლივი ფოკუსირება“, - წერს რუბიო შეხვედრის შემდეგ X-ზე.
რუბიოს შეთანხმების დეტალებზე არაფერი უთქვამს. შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია არც კუპერს გაუვრცელებია.