უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი 10 000 ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს წვრთნის რაკეტებისა და სხვადასხვა ტიპის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად.
„10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ეს უკიდურესად საშიშია, რადგან ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ“, - წერს ზელენსკიმ.
კერძოდ, ჩრდილოკორეელი სამხედროები სწავლობენ რაკეტების, სხვადასხვა ტიპის დრონების, მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური დრონების და FPV-სა და შორ მანძილზე მოქმედი დრონების წინააღმდეგ ბრძოლას.
„ისინი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე წვრთნებს ატარებენ, იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. სწორედ ამიტომ აქვთ მათ ეს შესაძლებლობა. რას გააკეთებენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ გამოცდილებასა და ცოდნას სახლში, ჩრდილოეთ კორეაში, ჩაიტანენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.