სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში “მშვიდობის საბჭოს” საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება.
„მშვიდობის საბჭოს“ წევრად დაახლოებით მსოფლიოს 60 ლიდერია მიწვეული, რომელთაგან ზოგიერთი, მათ შორის სომხეთი, დამფუძნებელი წევრები არიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარეა.