დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ჟენევაში ჩავიდნენ, სადაც უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტალიურ გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროპელი უსაფრთხოების მრჩევლები „აკვირდებიან“ შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლები შეხვდებიან ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადამ რომდელეგაციები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.