ინდოეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ტანკერები დააკავა. ინდოეთის სანაპირო დაცვამ მუმბაიდან 100 საზღვაო მილის დაშორებით სამი გემი დააკავა, რომლებიც კონტრაბანდული ნავთობის გადატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ Iran International იუწყება. მათივე ცნობით, გემი STELLAR RUBY ირანის დროშით ცურავდა, ASPHALT STAR მალის, AL JAFZIA კი – ნიკარაგუის.
ინდოეთის სანაპირო დაცვამ არ დააკონკრეტა, ექვემდებარებოდა თუ არა გემები სანქციებს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კონფლიქტის ზონებიდან საქონელი კონტრაბანდის გზით გადაჰქონდათ.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ტანკერებმა იაფი ნედლი ნავთობი ზღვით გადაიტანეს და შემდეგ საერთაშორისო წყლებში საავტომობილო ტანკერებზე გადატვირთეს. მათივე ცნობით, სამივე გემი ხშირად იცვლიდა იდენტობას საზღვაო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად.