რუსეთის არმია აგრძელებს ზეწოლას უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე, თუმცა Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების შეფერხების გამო მნიშვნელოვანი გარღვევებისა და ხელშესახები შედეგების გარეშე. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესსპიკერმა ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა.
„ბოლო დროს Starlink-ის გათიშვის შემდეგ მათ წარმოექმნათ ჯარების მართვის პრობლემა, ამიტომ ინტენსივობა გარკვეულწილად შემცირდა, რადგან რუსებს ჯერ კიდევ სჭირდებათ რადიოკომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევა“, - აღნიშნა მან.
ტრეგუბოვის თქმით, ამინდი ასევე არ უწყობს ხელს მტრის შეტევით ოპერაციებს. თუ Starlink-ის ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, დამპყრობლებმა მისი გამონახვა სცადეს.
„მათ საკუთარის გაშვება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. არსებობს ჩინურიც, მაგრამ ის ჯერ გამოსაყენებლად მზად არ არის. Starlink-თან შედარებით, ეს მაგალითი უფრო პროექტი ან პროტოტიპია, ვიდრე რეალური გამოყენებისთვის გამოსადეგი. ამიტომ, რუსებს ფაქტობრივად ალტერნატივა არ აქვთ“, - დასძინა სპიკერმა.
მისი თქმით, Starlink-ის არარსებობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა მტრის შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი ძირითადი ტაქტიკა, კერძოდ, დრონების საფარქვეშ მცირე თავდასხმის ჯგუფები.