აშშ-ის ხელისუფლებამ ირანთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 14 ტანკერი სანქციების სიაში დაამატა.
„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს მრავალ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირსა და გემს, რათა შეაფერხოს შემოსავლების ნაკადი, რომელსაც თეირანის რეჟიმი იყენებს საზღვარგარეთ ტერორიზმის მხარდასაჭერად და საკუთარი მოქალაქეების ჩასახშობად,“- განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა.
უწყების ცნობით 14 გემი იდენტიფიცირებულია, როგორც ორგანიზაციის საკუთრება, რომელიც ჩართულია ირანული ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის ტრანსპორტირებაში.
გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდა 15 კომპანიას, მათ შორის თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ჩინეთის კომპანიებს. სანქციები ასევე შეეხო ორ ფიზიკურ პირს.
შემზღუდავი ზომები ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე დაწესდა. პარასკევს, ომანის დედაქალაქში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
მოლაპარაკებების შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. დროს, ადგილსა და ფორმატს ორი ქვეყნის ხელისუფლებები განსაზღვრავენ.