უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად მოხდა ტყვეების გაცვლა, რის შედეგადაც კრემლის 157 ტყვე, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინაში დაბრუნდნენ.
„ჩვენს ხალხს სახლში ვბრუნებთ - 157 უკრაინელს. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედროები. ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები. და დამცველებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც ბრუნდებიან. მათი უმეტესობა 22 წლიდან ტყვეობაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან იმყოფებოდა“. - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შედგა.
„მადლობა ყველას, ვინც გაცვლაზე მუშაობს და ყველას, ვინც უკრაინისთვის გაცვლითი ფონდის შევსების წინა ხაზზეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსული ტყვეობიდან 150 უკრაინელი ჯარისკაცი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.
საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ ეს უკვე 71-ე გაცვლაა.
უკრაინამ რუსულ მხარეს ასევე 157 ტყვე გადასცა.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.