აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებს „კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა.
ამის შესახებ უიტკოფი Х-ზე წერს.
„დღეს ფლორიდაში, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას,“ - ნათქვამია უიტკოფის განცხადებაში.
მისი თქმით, ამერიკის დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი.
„ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობს და მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში მისი მნიშვნელოვანი როლისთვის“, - წერს უიტკოფი.