გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, გერმანიის სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ.
„სამყარო ცვლილებების მდგომარეობაშია და ჩვენ ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ვიზიარებთ აშშ-ის შეფასებას და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა რეგიონის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დონალდ ტრამპთან აღნიშნულ საკითხზე საუბარს გეგმავს.
მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია, უპასუხოს სხვადასხვა ზომით, თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედოვნებს, რომ საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდება.
„ჩვენ არ გვინდა ესკალაცია. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო დავა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ტარიფების წინაშე, რომლებსაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ შეგვიძლია, რეაგირება მოვახდინოთ“, – განაცხადა მერცმა