ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის.
„„ფოქს ნიუსი: „პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. დღეს ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ ერფან სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“, რაც სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.