ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს.
„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოახრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - განუცხადა პრეზიდენტმა CBS News-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 იანვარს ირანის რეჟიმი დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს.