თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირს 100 000-კაციანი არმია დასჭირდება.
ამის შესახებ მან შვედეთის ჩრდილოეთით უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კუბილიუსის თქმით, ევროკავშირის უსაფრთხოების დასაცავად „ძლიერი და მუდმივი ევროპული სამხედრო ძალა“ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თეთრი სახლი სერიოზულად განიხილავს ამერიკის ჯარების ევროპიდან გაყვანის შესაძლებლობას, რათა ყურადღება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე გაამახვილოს და ჩინეთის შეკავება მოახდინოს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
კუბილიუსი ეჭვობს, რომ დონალდ ტრამპი დაინტერესებულია ნატო-ს თავდაცვის სისტემის შენარჩუნებით.
ევროკომისრის თქმით, ამაზე მიუთითებს ამერიკის პრეზიდენტის ტერიტორიული პრეტენზიები გრენლანდიის მიმართ და კუნძულის ანექსიის საფრთხე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ დანიას ეკუთვნის.
ის ასევე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ევროპის უსაფრთხოების საბჭო - ევროკავშირის ძირითადი სახელმწიფოებისგან შემდგარი ორგანო, მათ შორის მუდმივი და მონაცვლეობით, რომლის წევრებსაც შეეძლებათ რეგიონული თავდაცვის ძირითადი საკითხების განხილვა. კუბილიუსის აზრით, ამ გაერთიანების წევრი დიდი ბრიტანეთიც უნდა გახდეს.