საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე შეხვდათ, რომელიც იმ დროს მანქანით გადაადგილდებოდა.
მსვლელობის მონაწილეებმა მანქანაში დაიწყეს სკანდირება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენი ხმა არ ისმის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
პროტესტის გამოხატვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გაატარეს და მსვლელობა გააგრძელეს.