პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა ვენეციის კომისია.
მისივე თქმით, დამატებითი საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება.
„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკას და ამერიკელებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა.