მე მეფე ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„მე მეფე ვარ — მე დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე. მომცეს ჯილდო — წლის გამყიდველი. ვკითხე: რას იტყვით Boeing-ის ისტორიაში გამყიდველებზე? მე ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე გაცილებით მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე“, - თქვა ტრამპმა.